56 წლის ალექსანდრე პისარენკო უკვე ორი თვეა მეუღლესთან ერთად რუსთავში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს შორის ტერიტორიაზე (ე.წ. "კუკუშკას" მიმდებარედ) ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. ცოლ-ქმარს ცელოფნებისა და ტომრებისგან საცხოვრებელი აქვს მოწყობილი. საჭმლის მოსამზადებლად და გასათბობად შეშას იყენებენ. სასმელი წყალი ბოთლებით ახლს მდებარე შენობიდან მოაქვთ. ღამეს სანთლის შუქზე ათევენ. ოჯახს სოციალური დახმარება არ აქვს. შემოსავლის არ ქონის გამო კი ბინის ქირაობას ვერ ახერხებენ, ამიტომ ცხოვრება ყველასგან მოშორებით თავიანთ კარავში უწვთ. დეტალები ნახეთ ვიდეოში.
სიუჟეტის ავტორი: ირმა კურტანიძე