რუსთავში ფიზიკური დაპირისპირების დროს ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

2025-08-22 14:33:49

რუსთავში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მე-17 მიკრორაიონში რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება ერთ-ერთი დაჭრით დასრულდა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტი ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები