როდის აღუდგება რუსთავში რამდენიმე ათას აბონენტს გაზის მიწოდება

2025-08-22 00:21:59

რუსთავში რამდენიმე ათას აბონენტს გაზი ავარიულად გაეთიშა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კონპანია სოკარგაზ ჯორჯიაში განუცხადეს, აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 22 აგვისტოს  10:00 საათზე დაიწყება და ეტაპიბრივად აღდგება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდება: მე-19 მიკრორაიონის ნაწილს, მოდებაძის ქუჩასთან არსებულ კერძო დასახლებას, მე-17, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს.

მიზეზი რეაბილიტაციის დროს გაზის მილის დაზიანებაა.