რუსთავში 10 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

2025-08-21 20:56:40

რუსთავში 10 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენელმა, კონსტანტინე ზარნაძემ განუცხადა, მოდებაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, კერძო კომპანიამ გაზის მილი დააზიანა, რის გამოც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მე-19 მიკრორაიონის ნაწილს, მოდებაძის ქუჩასთან არსებულ კერძო დასახლებას, მე-17, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს.

კონპანიაში აცხადებენ, რომ ავარიის ადგილზე მათი წარმომადგენლების სრული მობილიზება ხდება, რათა პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა დაიწყონ.

სოკარში გვითხრეს, რომ აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 22 აგვისტოდ დილის 10:00-დან 11:00 საათის ფაგლებში აღუდგებათ.