ქვემო ქართლში კაცი დაჭრეს

2025-08-20 15:57:21

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შუახნის კაცს ესროლეს.

არსებული ინფორმაციით, კაცი ქუჩაში გადაადგილდებოდა, რა დროსაც მისი მიმართულებით გაისროლეს. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა საინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.