მცირეწლოვან ბავშვს მატარებელმა ფეხზე გადაუარა

2025-08-17 20:36:09

ბათუმში, ბონის დასახლებაში მატარებელმა მცირეწლოვან ბავშვს ფეხზე გადაუარა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების ცნობით, საჭირო გახდა კიდურის ამპუტაცია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფი რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.