ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა

2025-08-13 18:38:33

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7226 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7226 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6942 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0284 ლარი შეადგინა.

რუსთავის სავალუტო ჯიხურებში ერთ ამერიკულ დოლარს 2.72-273 ლარად გაყიდით, ხოლო მის შეძენას 2,73-2,75 ლარად შეძლებთ.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1282 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0627 ლარი შეადგინა.