რუსთავში ახალგაზრდა კაცი სიმაღლიდან გადმოვარდა

2025-08-11 11:19:16

რუსთავში ახალგაზრდა კაცი სიმაღლიდან გადმოვარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 34 წლის კაცი რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-2 სართულზე კონდიციონერს ამონტაჟებდა, რა დროსაც გამოვარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები