ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე [photo]

2025-08-08 16:27:54

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზაზე.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ერთმანეთს 3 ავტომობილი, "მერსედესის" მარკის სატვირთო და "ტოიოტას" მარკის 2 ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.  პაციენტები "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს რომ, მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.