რა ფასად დაისვენებთ საქართველოში

2025-08-03 13:58:13

2025 წლის ივლისში საქართველოს სასტუმროების ფასები წინა თვესთან შედარებით გაიზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა გურიის, აჭარის და თბილისის სასტუმროების შემთხვევაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის ივლისში სასტუმროების ფასები წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა, რაც გამოწვეულია 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების კლებით და საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდით.

კვლევის თანახმად, ოთახის საშუალო ფასი 2025 წლის ივლისში 116 ლარიდან 517 ლარამდე მერყეობდა.

„2025 წლის ივლისში საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასმა1 საოჯახო ტიპის სასტუმროებში2 116 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 171 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 254 ლარი.

2025 წლის ივლისის 3-ვარსკვლავიანი, 4-ვარსკვლავიანი და საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასები რეგიონების მიხედვით მოცემულია გრაფიკი 1-ზე. 2025 წლის ივლისში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 517 ლარი.

ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში - 674 ლარი, კახეთში - 594 ლარი და აჭარაში - 540 ლარი“, - აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში