2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც 33 ადამიანის ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ მაშინ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მითითებული იყო სხვადასხვა წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოლოგიური ბიულეტენები, რომლის თანახმადაც, შოვისთვის საფრთხის შემცველად იდენტიფიცირებული იყო მდინარე ჭანჭახი და მისი სხვადასხვა შენაკადი.
მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი 257 დასახლებული პუნქტიდან საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების მაღალი რისკის ზონაში მოქცეული იყო 83 დასახლება, მათ შორის შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნებოდა.
ორგანიზაცია მიუთითებდა, რომ ეს და სხვა დეტალები უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე საფრთხის ყველა შესაძლო წყაროზე მონიტორინგის გაძლიერების, საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისათვის ქმედითი სისტემის დანერგვისა და მოქალაქეების დროული ევაკუაციის გეგმის შემუშავების საფუძველი.
მიუხედავად ამისა, საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილების მექანიზმი და დროული ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა.