თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი და მოპედი ერთმანეთს დაეჯახა, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.