გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის გაფრთხილება გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ესაუბრა რუსთავის N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილესა და პედიატრს, რუსუდან ადამიანს, რა რჩევები შეიძლება გაითვალისწინონ მშობლებმა, რომ ბავშვები მაღალი სიცხისგან დაიცვან,
"სიცხეში გარეთ არ უნდა გამოიყვანონ. თუ გამოიყვანენ, დილით ან საღამოს. ბავშვებს ქუდი უნდა ეხუროთ. მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. ვინც ბუნებრივ კვებაზეა ის კი იღებს სითხეს, მაგრამ თუ ბავშვი ოფლიანობს წყალიც მიაღებინონ, წყალი დალიოს დიდი რაოდენობით მეძუძურმა დედამაც. ერიდონ თაკარა მზეში ბავშვის გამოყვანას.
აბანაონ სულ მცირე დღეში ორჯერ. რაც შეეხება კვებას, ჯობია, რომ წვნიანები მიართვან, მოარიდონ ქუჩის საჭმელებს, ფასთ ფუდებს. ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღონ საჭირო რაოდენობით, რაც არის ასაკობრივად განსაზღვრული. მოერიდონ ახალი საკვების ზაფხულში შეთავაზება.
ზღვაზე, მაინც ხშირად არის ნაწლაური ინფექციები და ინტოქსიკაციები, მოერიდონ ზღვაში ჩაყვანას, ჯობია აუზში 11 საათამდე ჩაიყვანონ",- გვითხრა ადამიამ.