პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთა ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
ცოტა ხნის წინ კურტანიძის სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მაქაცაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
კურტანიძე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლების შესაბამისად.