რამდენი ლარით დაჯარიმდებით რუსთავში, სადარბაზოში სხვადასხვა ნარჩენების დალაგებისთვის

2025-07-27 14:07:29

რუსთავის ბევრი კორპუსის სადარბაზოში შეხვდებით სხვადასხვა სართულზე დალაგებულ სამშენებლო ნარჩენებს, სახლიდან გამოტანილ, გადასაგდებად გამზადებულ ძველ ავეჯსა თუ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნაგავს.

არის შემთხვევები, როდესაც ეს მეზობლებს შორის კონფლიქტის მიზეზიც ხდება.

სადარბაზოში ნარჩენების დალაგება დასჯადია და პირს ფულადი ჯარიმა ეკისრება.

თავდაპირველად ასეთ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია მოქალაქეს აფრთხილებს, თუკი გაფრთხილების შემდეგაც ნარჩენების გატანა არ ხდება, მოქალაქე 200 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება.