ანაკლიაში, იახტ კლუბის ნანგრევების ტერიტორიაზე გადაადგილებისას ახალგაზრდა მამაკაცი წყალში ჩავარდა.
სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მამაკაცის ცხედარი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა წყლიდან ამოიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.