ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გამთენიისას სენაკში "არქიმედეს” კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.
„მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა” – “განაცხადეს კლინიკაში. გარდაცვლილი ბავშვი, სავარაუდოდ, 3 წლამდეა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში გუშინ მოხდა. სავარაუდოდ, ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს და მერე ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა. ისინი სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს.