"ჩემი ქალაქის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საპირისპირო ზოლში გადასასვლელად მოუხვია, ღერძულა გადაკვეთა, რა დროსაც მას მოტოციკლი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული მოტოციკლი მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.