ქვემო ქართლში ხიდიდან ახალგაზრდა ქალი გადავარდა

2025-07-22 18:25:06

მარნეულში, ერთ-ერთი ხიდიდან ახალგაზრდა ქალი გადავარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, სუიციდის მიზნით გადახტა ხიდიდან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. მედიკოსებმა ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.