ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, პაციენტი ექთანს თავს დაესხა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, ექთანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, პაციენტი კი საპატრულო პოლიციამ შესაბამის უწყებაში გადაიყვანა.
"გუშინ საღამოს ჩვენს კლინიკაში ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს, უტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები, როდესაც მოულოდნელად თავს დაესხა ჩვენს ექთანს. საბედნიეროდ დაზიანებები ზედაპირულია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა, დაცვის სამსახური ჩაერთო, გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. პოლიციის მიერ აღნიშნული პიროვნება გადაყვანილია საგამოძიებო უწყებაში. ჩვენი მხრიდან ყველანაირი ინფორმაცია გადაცემულია და ვთანამშრომლობთ საგამოძიებო უწყებებთან",- გვითხრეს კლინიკაში.