რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი დღე დასრულდა.
დღეს ორივე სესიაზე გამოცდებს აბიტურიენტები და მასწავლებლები აბარებდნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, პირველ სესიაზე მასწავლებლებმა უცხო ენებში ჩააბარეს გამოცდა და რეგისტრირებული 256 აპლიკანდიტან 212 გამოცხადდა.
მეორე სესიაზე გამოცდები ჩააბარეს აბიტურიენტებმა ბიოლოგიაში და მასწავლებლებმა. რეგისტრირებული 461 აპლიკანტიდან 409 გამოცხადდა.