"მანქანას მართმევე, შუა გზაში ღამის 2 საათზე დამტოვეს უპატრონოდ. ასე გვექცევიან. ჩემს ძმაკაცს დავურეკე, მოდი და გამიყოლე თქო და მასაც წაართვეს. ქარხნულ კატალიზატორიან მანქანას, რომელსაც არანაირი ხელი არ აქვს დადებული, ახალი განბაჟებულია და არაფერი აქვს შეცვლილი. ჩვენ ხმა არ მოგვწონსო, ასეთი ხმა არ აქვს ქარხნულსო. არცერთ მანქანას არ აქვს არაფერი შეცვლილი",- ამის შესახებ საუბრობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში "BMW-ს" მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელიც რუსთავში, გმირთა მემორიალთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა და მისი თქმით, ავტომობილი ჩამოართვეს.
ავტომობილის ჩამორთმევის მიზეზი ახლახანს მიღებული კანონია, რომლის მიხედვითაც თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაკეთებული ექნება მაყუჩი, პოლიციელი უფლებამოსილია მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს, სატრანსპორტო საშუალება კი სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.