ქვემო ქართლში, სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს

2025-07-15 16:17:20

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჯიისაქენდში სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 74 წლის მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.