რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი დღე დასრულდა.
დღეს გამოცდები მასწავლებლებმა და აბიტურიენტებმაც ჩააბარეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, გამოცდების პირველ სესიაზე მასწავლებლები იყვნენ რეგისტრირებული და 492 აპლიკანტიდან 442 გამოცხადდა.
მეორე სესიაზე როგორც მასწავლებლები, ასევე აბიტურიენტებიც აბარებდნენ გამოცდას. აბიტურიენტებმა დღეს გეოგრაფიის გამოცდა წერეს. მეორე სესიაზე დარეგისტრირებული 471 აპლიკანტიდან 444 გამოცხადდა.
სარალიძის ცნობითვე, გამოცდებმა ორივე სესიაზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.