რუსთავში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 48 ფაქტი გამოვლინდა

2025-07-15 14:34:04

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით რუსთავსი ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 48 ფაქტი გამოავლინეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავისთვის" ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტი დარღვევის ფაქტი, 15 შემთხვევა, მარტში გამოვლინდა.

იანვარი - 5

თებერვალი - 10

მარტი - 15

აპრილი - 9 

მაისი - 7

ივნისი - 2

ყველაზე ბევრჯერ, 13 ფაქტი, ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევა გამოვლინდა.

სამართალდარღვევის შინაარსი:

ნარჩენებით გარემოს დაბინძურება (სამართალდამრღევვი უცნობია) - 4

მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 12
სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 5 

ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება - 11

მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა - 2

სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 1 

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევა - 13 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები