როგორია სადგურის მოედანზე შენობის ნგრევის შემდეგ დაშავებულის მდგომარეობა

2025-07-15 12:33:27

ქალის მდგომარეობა, რომელიც გუშინ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სტაბილურად მძიმეა და ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამის შესახებ „გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელის, კობა ბალიაშვილმა განაცხადა.

„მდგომარეობა სტაბილურია უფრო, ვიდრე გუშინ. ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მართვით სუნთქვაზე არ არის. სტაბილურად მძიმეა. გონზეა, სპონტანურ სუნთქვაზეა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ამ წუთში არაფერია. დღეს შედარებით უკეთესადაა.“,- რეანიმაციის ხელმძღვანელმა კობა ბალიაშვილმა.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.