რუსთავში რომელ მისამართებზე ითხოვენ მოქალაქეები შენობის გამაგრებას

2025-07-15 12:23:02

თბილისში 14 ივნის სადგურის მოედანზე ერთ-ერთი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შემდეგ, რასაც, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოყვა, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" არაერთი რუსთაველი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ კორპუსები, რომლებშიც ცხოვრობენ, ავარიულია და გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს.

მოქალაქეებმა "ინფო რუსთავის" ღია ჯგუფში არაყიშვილის ქუჩის N4-ისა და სუმგაითელ მეტალურგთა N7-ის ფოტოსურათები ატვირთეს და წერენ, რომ კორპუსებს სასწრაფოდ ესაჭიროება გამაგრებითი სამუშაოები.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა ქალაქის მერიას კითხვით, რომელ მისამართებზე მიმდინარეობს ავარიული შენობების რეაბილიტირება და იგეგმება, თუ არა ზემოთ ხსენებული კორპუსების გამაგრებითი სამუშაოები.

ინფორმაციის მოწოდების შემდეგ მასალა განახლდება.