აბიტურიენტებმა დღეს რუსთავში მათემატიკის გამოცდა ჩააბარეს

2025-07-14 18:34:24

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი დღე დასრულდა.

აბიტურიენტებს გამოცდა დღეს მათემატიკაში ჩააბარეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, ორი სესიის ჯამური მონაცემებით, რეგისტრირებული 806 აბიტურიენტიდან 769 გამოცხადდა.

სარალიძის ცნობითვე, გამოცდებმა ორივე სესიაზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.