ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე 2 მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ფოტო: ინფო იმერეთი