რუსთაველი ძალოსანი მალხაზ გაბესკირია Arnold Classic-ზე იასპარეზებს

2025-07-09 14:10:31

რუსთაველი ძალოსანი მალხაზ გაბესკირია Arnold Classic-ზე იასპარეზებს.

სპორტსმენმა ლ.გალდავას სახელობის თბილისის ღია ჩემპიონატზე 125 კმ-მდე წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა.

გაბესკირიამ, მიუხედავად მძიმე ტრავმისა, ძალისმიერ სპორტში 97,5 კგ აწია და ამ გამარჯვებით Arnold Classic-ზე ასპარეზობის ლიცენზიაც მოიპოვა.

Arnold Classic ოქტომბერში მადრიდში გაიმართება და ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა.