რუსთავის მერია "შშმ პირთა ინდივიდუალური დახმარების პროგრამას" აგრძელებს.
"ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან უწყვეტად, არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (სტატუსით "უსინათლო") პირები განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა, ასევე 18 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვებს და რომელთაც სტატუსი მიენიჭათ სამედიცინო ექსპერტიზის კომისიის მიერ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო და ამასთან, დაბადებიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 18 წლის შემდგომ, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს 500 ლარის ოდენობით ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში ხელშეწყობას.
გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა", - ნათქვამია მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.