ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. შემთხვევა 8 ივლისს მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია.