რა ფერის ავტომობილები ჭარბობს საქართველოში

2025-07-09 11:12:28

მომსახურების სააგენტოს განახლებული მონაცემებით, საქართველოში 1 937 118 ავტომობილია რეგისტრირებული.

მოსახლეობისა და ავტომობილების რაოდენობას შევაფარდებთ, გამოდის, რომ ახლა უკვე 1.9 კაცზე 1 მანქანა მოდის. 2024 წელს 2 კაცზე 1 მანქანა მოდიოდა, ხოლო, 10 წლის წინ, 3 კაცზე 1 ავტომობილი.

„საქსტატის“ მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე მეტი - 223 300 ერთეული MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილია; TOYOTA-ს რაოდენობა 201 556 ერთეულს შეადგენს; ხოლო FORD-ის – 178 983-ს.

რაც შეეხება ფერების მიხედვით განაწილებას, „საქსტატისვე“ მონაცემებით, ქვეყანაში არსებული ავტომობილების თითქმის ნახევარი (47.04%) ორი ფერისაა - რუხი და თეთრი. სრული სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

რუხი - 486 079

თეთრი - 413 547

შავი - 265 357

ლურჯი - 231 518

წითელი - 139 272

მწვანე - 104 365

ყვითელი - 66 184

დანარჩენი - 107 994