გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად ერთმა პირმა დაზიანება მიიღო.
დაშავებული, 20 წლის ახალგაზრდა, თავდაპირველად გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.
სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის, ქეთი მარანელის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.