რამდენი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული და რამდენი გამოცხადდა რუსთავში გამოცდაზე

2025-07-08 16:50:34

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მეოთხე დღე დასრულდა.

აბიტურიენტებს გამოცდა დღე უცხო ენაში ჰქონდათ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სარალიძე განუცხადა, ორი სესიის ჯამური მონაცემებით, რეგისტრირებული 1109 აბიტურიენტიდან 1062 გამოცხადდა.

დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია.

საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.