რუსთავის მერია "საბრძოლო ოპერაციებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების მატერიალური დახმარების" პროგრამას აგრძელებს.
"ქვეპროგრამა ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებისას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, რომლებიც ქალაქ რუსთავში ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).
პროგრამა ითვალისწინებს:
ა) თითოეული დაღუპული მებრძოლის ოჯახისთვის 500 ლარის ოდენობის დახმარებას. პროგრამით გათვალისწინებულია 11 (თორმეტი) ოჯახის მატერიალური დახმარება.
დახმარება გაიცემა ყოველი წლის აგვისტოში.
ბ) ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა) 500 ლარის ოდენობით.
დახმარება გაიცემა ყოველი წლის სექტემბერში.
გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა", - ნათქვამია მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.