რუსთავის მერია "დიდი სამამულო ომის მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარების" პროგრამას ახორციელებს.
"ქვეპროგრამა ითვალისწინებს რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მიიღებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირები მიიღებენ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. დახმარება გაიცემა ყოველი წლის 9 მაისს.
გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა", - აღნიშნულია მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.