თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლი მძღოლი, 17 წლის ბიჭი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, სამწუხაროდ არასრულწლოვანის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება.