რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ღორის მიერ დაკბენილი კაცი შეიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, კაცს ხელზე სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც აუცილებელი გახდა ოპერაციის ჩატარება.
პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.