კვირაზე მეტია თურქეთის დასავლეთ ნაწილში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ექვს ქალაქში გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ცეცხლის შვილებმა" აიღეს. სპეციალურ განცხადებაში დაჯგუფება ამტკიცებს, რომ ისინი "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" არიან დაკავშირებულები. "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ ისინი 40-წლიან ამბოხებას ასრულებენ და დაჯგუფება იშლება.