რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე 5 207 921 მგზავრს მოემსახურა.
ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოდან მიაწოდეს.
მათ მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, შიდა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა გასულ 6 თვეში 3 556 495 მგზავრი გადაიყვანა. რუსთავი-თბილისის 5 მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი 1 651 426 მგზავრს მოემსახურა.
ავტობუსებით უბილეთოდ მგზავრობის გამო 6 თვეში 586 მგზავრი დაჯარიმდა.