რუსთავის ცენტრალურ პარკში ციხე-სიმაგრის ირგვლივ ვიდეოკამერებს დააყენებენ

2025-07-03 15:08:22

რუსთავის ცენტრალურ პარკში ისტორიულ ციხე-სიმაგრის ირგვლივ ვიდეოსათვალთვალო კამერები დამონტაჟდება.

კამერების შესაძენად ელექტრონული ტენდერი ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" გამოაცხადა და უკვე გამარჯვებულიც გამოვლენილია.

ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: 7 ცალი Bullet camera-ის და1 - PTZ camera-ის შეძენა-მონტაჟი.

კამერების შეძენა-მონტაჟისთვის 16 246 ლარია გამოყოფილი.