რუსთავში დაზიანებული გზის საფარის შეცვლა დაიწყეს

2025-07-02 19:29:29

თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალის რუსთავის ავტობაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთამდე არსებულ ნახევარ კილომეტრიან გზის მონაკვეთზე, რომელიც რამდენჯერმე დაზიანდა, საფარს ცვლიან.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, დეპარტამენტმა მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო, რომლის შემადგენელი ნაწილიც იქნება გზის ეს მონაკვეთი, თუ მხოლოდ საფარს გამოცვლიან, რაზეც გვიპასუხეს, რომ: "ამ ეტაპზე გაუმჯობესდება გზის საფარი ავტოტრანსპორტის განვლადობისათვის, შემდეგ უკვე აშენდება ახალი გზა, თუ ეს მონაკვეთი მისი შემადგენელი ნაწილია".

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები