იაპონიის მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩუქრად ავტომობილები გადასცა.
შსს-ს ავტოპარკს 96 ერთეული ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი შეემატება. კერძოდ, 45 „Mitsrubishi Outlander Plug-in Hybrid“ - თბილისის საპატრულო პოლიციას, ხოლო დანარჩენი 51 „Mitsubishi I-Miev electric vehicle“ სხვადასხვა დეპარტამენტს გადაეცემა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ავტოპარკის განახლების კუთხითაც და ახლი სტანდარტის დამკვიდრების კუთხითაც, საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება გახლავთ ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტომანქანების გადაცემის ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი, საქართველოში იაპონიის ელჩი, კორპორაცია „მიცუბიშის“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ავტორი: ირმა კურტანიძე