საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2024 წლის სტატისტიკა გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით.
გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქართველოში ყველაზე ხშირად გარდაცვალების მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებია.
გარდაცვალების 5 ყველაზე ხშირი მიზეზი:
1. სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 2024 წელს გარდაიცვალა 18 159 ადამიანი
2. კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით
გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - გარდაიცვალა 9 558 ადამიანი
3. სიმსივნეები - გარდაიცვალა 5 720 ადამიანი
4. სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - გარდაიცვალა 3641 ადამიანი
5. ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - გარდაიცვალა 1 826 ადამიანი