ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

2025-07-01 14:55:59

ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა.

16 წლის მოზარდი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც ელექტრობოძს შეეჯახა.

ინფორმაცია ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

არასწრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში მცხოვრებია.