ივნისის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრში 11 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 11 ადამიანი დაშავდა.
ავარიები დაფიქსირდა მეგობრობის გამზირზე, კოსტავას გამზირზე, თოდრიას, მაჩაბლის, რუსთაველის, მშვიდობის ქუჩებზე, რუსთავის გასასვლელსა და ავტობანზე.
ავარიების ძირითადი ნაწილი მეგობრობის ქუჩაზე მოხდა.