რუსთაველი ძალოსანმა The Arnold Classic-ზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა

2025-06-29 12:50:45

რუსთაველმა ძალოსანმა გიორგი ტივაძე თბილისში Arnold Classic საკვალიფიკაციო ტურნირში 75 კმ-მდე წონით კატეგორიასა და აბსოლუტურში გამარჯვება მოიპოვა.

ტივაძემ ძალისმიერ სამჭიდში 77,5 კგ აწია.

მალხაზ გაბისკირიას გაწვრთნილმა რუსთაველმა სპორტსმენმა  ამ მოგებით მოიპოვა ლიცენზია, რომ მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში მადრიდში გასამართ Arnold Classic-ზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა.