ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის გამოც სოფლებიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო.
მუნიციპალირეტის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით, მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი, სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება.
გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მეწყრის საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა.
მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ასახული იყო ერთ-ერთ სოფელში მეწყრული პროცესების შემდგომ გაჩენილი მიწის ნაპრალები.