ვის აქვს რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით სარგებლობის უფლება

2025-06-27 14:10:21

რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვადასხვა პირთა წრე შეღავათებით სარგებლობს. 

ესენი არიან: 

"სოციალურად დაუცველი პირები

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.

ვეტერანები

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ სსიპ - "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" მიერ მოწოდებულ ვეტერანთა სიაში რეგისტრირებული და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის (სტატუსის) ან/და მათთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირები, რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.

სსიპ-იებისა და ააიპ-ების თანამშრომლები

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების თანამშრომლები:

რუსთავში რეგისტრირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
ა(ა)იპ - "ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება;
ა(ა)იპ - რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება "ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა";
ა(ა)იპ - "გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი";
ა(ა)იპ - "რუსთავის ისტორიული მუზეუმი";
ა(ა)იპ "ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი";
ა(ა)იპ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი";
ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრი";
ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი";
ა(ა)იპ "რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი";
ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსის" ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები;
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები/მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკები;
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, პირს უნდა ჰქონდეს ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.

შშმ პირები

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ასევე აღნიშნული სტატუსის მქონე  18 წლამდე ასაკის პირთა ერთი მშობელი(დედა ან მამა), რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.

სტუდენტები

ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები და სახელწმიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-24 წლის ჩათვლით პირები, რომელთაც აქვთ ქალაქ რუსთავის აქტიური რეგისტრაცია(რეგისტრაციის შეჩერების შემთხვევაში, მოსარგებლე პირმა 1 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის განახლების დამადასტურებელი დოკუმენტი), ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა, გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი", - ვკითხულობთ მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.